საზღვაო ტრანსპორტირება

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL)

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით,  როგორიცაა:

  • ღია კონტეინერი (არასტანდარტულად მაღალი ტვირთებისთვის);
  • სამაცივრე კონტეინერი (ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ);
  • ბაქანი (არაგაბარიტული ტვირთებისთვის);
  • ტანკკონტეინერი – თხევადი ტვირთებისთვის.

ჩვენი მომსახურების პაკეტში ასევე შედის:

  • კარიდან კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება;
  • იმპორტ/ექსპორტის შეგროვება და განაწილება;
  • შიდა გადაზიდვა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიებზე;
  • მულტიმოდალური მომსახურება;
  • სატრანზიტო გადაზიდვა;
  • ტემპერატურული რეჟიმის ქვეშ მოქცეული ტვირთების ტრანსპორტირება;
  • საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთების გადაზიდვა.

 

საზღვაო ნაკრები ტვირთი (LCL):

შპს „კავკასტრანსექსპრესი“ უზრუნველყოფს ტვირთების შეგროვებასა და საწყობიდან ყოველკვირეულ გამოგზავნას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ამიერკავკასიის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) დანიშნულებით. ამასთან,  ოპტიმიზებულია გადაზიდვის დრო, ფასი და რეგულარულობა.

დაგაინტერესათ სერვისმა?

ჩვენი პრეზენტაცია