„კავკასტრანსექსპრესი“ (CTE) – თქვენი საიმედო პარტნიორი!
შპს „კავკასტრანსექსპრესი“ (CTE), როგორც საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანია, 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. სადღეისოდ ჩვენი კომპანია წარმატებით ახორციელებს ნებისმიერი სახის ტვირთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს შუა აზიის ქვეყნებისა და შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა პორტში. მათ შორისაა: ფოთი, ბათუმი, ილიჩევსკი, ოდესა, ვარნა, ბურგასი, კონსტანცა და სტამბოლი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შპს „კავკასტრანსექსპრესი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ჩვენი ოფისებისა და ბიზნესკავშირების დახმარებით უზრუნველყოფს საიმედო პარტნიორულ ქსელს.
ბუნებრივია, ბიზნესის წარმოების არსებული მეთოდები, რომელთაც კავკასიაში სატრანსპორტო კომპანიების უმრავლესობა იყენებს, საკმარისი აღარ არის, რადგანაც უახლეს ინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების გაფართოებულმა სპექტრმა უფრო მაღალი ხარისხისა და კომპლექსური სადისტრიბუციო მომსახურების საჭიროება წარმოქმნა. ამიტომაც ამ ეტაპზე უნდა შევძლოთ უფრო მოქნილად, ღიად, შემოქმედებითად მივუდგეთ ბიზნესმომსახურების საკითხებს, მთელი ძალისხმევა მივმართოთ მომხმარებელთა ახლებური, სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებისკენ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომსახურება თქვენს ბიზნესს სასიკეთოდ წაადგება და ურთიერთთანამშრომლობაც კიდევ უფრო სასარგებლო და შემოქმედებითი გახდება.
Caucastransexspress Ltd (CTE), as an international freight forwarder company operates in Georgia since 1999. At present, our company successfully carries out any type of cargo transportation by land, sea and air in various ports of Central Asia and the Black Sea coast, including Poti, Batumi, Ilichevsk, Odessa, Varna, Burgas, Constanta and Istanbul. We can confidently say that Caucastransexspress Ltd provides a reliable partnership network with the assistance of our representative offices and reliable partners in different parts of the world.
Naturally, the existing methods of doing business, which are used by most transport companies in the Caucasus, are no longer sufficient, as the expanded spectrum of the latest information-oriented society has created the need for higher quality and more complex distribution services. That is why at this stage we should be able to approach business service issues more flexibly, openly and creatively, focus all our efforts on new, fast and efficient customer service.
We hope that our services will benefit your business and the cooperation will become even more useful and creative.