სარკინიგზო გადაზიდვები

შპს „კავკასტრანსექსპრესი“  უზრუნველყოფს სარკინიგზო გადაზიდვებს სხვადასხვა ტიპის მოძრავი შემადგენლობით (საკონტეინერო, სავაგონო და სპეცდანიშნულების ტრანსპორტირებით ზეგაბარიტული  ტვირთებისთვის). მომსახურება მოიცავს ისეთ  სეგმენტებს, როგორიცაა მასშტაბური საინჟინრო პროექტები, რომელიც მოითხოვს არა მარტო გადაზიდვის ტარიფების განფასებას, არამედ გადაზიდვის მარშრუტების დეტალურ შესწავლას, სრული საინჟინრო სამუშაოების ჩატარებას, რაც  ტოპოგრაფიული და კონსტრუქციული ნახაზის შესრულებას მოითხოვს.
სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობების არსებობამ საშუალება მოგვცა პირდაპირ ვითანამშრომლოთ შესაბამისი სარკინიგზო გადაზიდვებით.

გთზობთ სარკინიგზო გადაზიდვის სრულ პაკეტს:

  • ფოთიდან და ბათუმიდან – შავი ზღვა
  • რიგა – ბალტიის ზღვა
  • ბაქო და აქტაუ – კასპიის ზღვა

ჩვენი მომსახურების პაკეტი ითვალისწინებს:

  • ტვირთის მიბმა, გადმოტვირთვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კვლევის ანგარიში ფოთში, ბათუმში, რიგაში, ბაქოსა და აქტაუში;
  • ტვირთის ტრანსპორტზე დატვირთვისა და დამაგრების სქემების დამუშავება და სარკინიგზო ადმინისტრაციებთან შეთანხმება;
  • ისეთი ტვირთის გადაზიდვა, რომელიც ტემპერატურის შერჩევას საჭიროებს;
  • ამიერკავკასიასა და შუა აზიის ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობების მეშვეობით  წარმოებს როგორც ტარიფების უშუალო პირველი წყაროებიდან მიღება, ასევე გადაზიდვის პროცესის თვალყურის მიდევნება და მართვა;
  • პირდაპირი სარკინიგზო გადაზიდვა ჩინეთიდან დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით;
  • შავი და კასპიის ზღვის საბორნე გადასასვლელების მეშვეობით სატრანზიტო გადაზიდვები ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით და პირიქით;  
  • ტვირთის აღებისა და მიწოდების ადგილზე საბაჟო ფორმალობების უზრუნველყოფა;

ტვირთის კარიდან კარამდე მიწოდება, რაც გულისხმობს რკინიგზის სადგურიდან საწყობამდე საავტომობილო გადაზიდვების უზრუნველყოფას.

დაგაინტერესათ სერვისმა?

ჩვენი პრეზენტაცია