საპროექტო გადაზიდვები

საპროექტო ტვირთს შპს „კავკასტრანსექსპრესისთვის“ ტრადიციულად, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენი გამოცდილი საპროექტო გუნდი წარმატებით ახორციელებს სპეციალიზებულ მომსახურებას, რათა ნებისმიერი მოთხოვნა დროულად და ხარისხიანად დაკმაყოფილდეს. საპროექტო და სხვადასხვა ზომისა და აღწერილობის მძიმე ტვირთებზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ამტკიცებს, რომ წარმატებით ვძლევთ ნებისმიერ დაბრკოლებას, რომელიც ამგვარი რთული პროექტების განხორციელებისას შეიძლება წარმოიქმნას.  

საპროექტო გადაზიდვებში ჩვენი მომსახურება  მოიცავს:

  • ზეგაბარიტული და ზემძიმე ტვირთების დამუშავება და ტრანსპორტირება, მათ შორის ე.წ. ოფშორული ნავთობის მოწყობილობები, სამრეწველო ტურბინები, ტრანსფორმატორები, არაგაბარიტული ტექნიკა, ფოლადის მილები და სხვა მოცულობითი კონსტრუქციები;
  • რკინისა და ფოლადის ფურცლები, დეტალები, კოჭები და კონსტრუქციები;
  • ხის პროდუქცია: ქაღალდი, მუყაო, მერქანი, ხე და სხვ.;
  • სატრანსპორტო საშუალებების – სატვირთოები, ბეტონის ამრევი (მიქსერი), სასწრაფო დახმარების მანქანები, მუნიციპალური ტრანსპორტი და სხვ. ტრანსპრტირება ზღვითა და პორტებში გემის ნავთსაყუდელზე აგორება-ჩამოგორების სამუშაოები;
  • სამშენებლო ტექნიკა (სამთო-სატვირთო, ამწეები, ექსკავატორები და სხვ.);
  • მშრალი, ნაყარი ტვირთი: ნაწილობრივი და მთლიანი გემებით გადაზიდვა;
  • მარშრუტის შესწავლა და ადგილის ინსპექტირება;
  • ტვირთზე მეთვალყურეობა დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილას;
  • ამწეკრანების მობილიზაცია და სამონტაჟო მომსახურება;
  • შიდა, მათ შორის მძიმე ტვირთისა და სარკინიგზო გადაზიდვები;
  • დაზღვევა;
  • ტვირთის მოკლე და გრძელვადიანი შენახვა ფოთის, ბათუმის, აქტაუსა და თურქმენბაშის  პორტებში;
  • სახმელეთო გადაზიდვებისას ტვირთის გაცილებისა და საგზაო ნებართვების უზრუნველყოფა;
  • საბაჟო პროცედურები.

დაგაინტერესათ სერვისმა?

ჩვენი პრეზენტაცია