Caucas Trans Express

International Freight Forwarding Company

საპროექტო გადაზიდვები

საპროექტო ტვირთს შპს „კავკასტრანსექსპრესის“ გამოცდილებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენი გამოცდილი საპროექტო გუნდი ახორციელებს სპეციალიზებულ მომსახურებას, რათა ნებისმიერი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. საპროექტო და სხვადასხვა ზომისა და აღწერილობის მძიმე ტვირთებზე მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ამტკიცებს, რომ წარმატებით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც ასეთი რთული პროექტების დროს შეიძლება წარმოიშვას. დროთა განმავლობაში ჩვენს კომპანიაში უდიდესი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდი ჩამოყალიბდა. ჩვენ შევიმუშავეთ თითოეული კლიენტის მოთხოვნაზე მორგებული გადაწყვეტილებები. გთავაზობთ ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც მცირე ზომის და არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვაზე ერთნაირად ზრუნავენ.

ჩვენი საპროექტო შესაძლებლობები მოიცავს:

  •  საპროექტო/მძიმე ტვირთი: ოფშორული ნავთობის მოწყობილობები, სამრეწველო ტურბინები, ტრანსფორმატორები, არაგაბარიტული ტექნიკა, ფოლადის მილები და სხვა მოცულობითი კონსტრუქციები;
  • რკინის და ფოლადის: ფურცლები, ნაწილები, კოჭები და კონსტრუქციები;
  • ხის პროდუქცია: ქაღალდი, მუყაო, მერქანი, ხე, ა.შ.;
  • Roll-on/roll-off: სატვირთოები, ბეტონის მიქსერები, სასწრაფო დახმარების მანქანები, მუნიციპალური ტრანსპორტი, ა.შ.
  • სამშენებლო ტექნიკა (სამთო – სატვირთო, ამწეები, ექსკავატორები, ა.შ.)
  • მშრალი, ნაყარი ტვირთი: ნაწილი და მთლიანი გემებით გადაზიდვა;
  • მარშრუტის კვლევები და ადგილის ინსპექტირება;
  • ტვირთზე მეთვალყურეობა დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილზე;
  • ამწეების გაქირავებისა და სამონტაჟო მომსახურეობა;
  • შიდა, მათ შორის მძიმე ტვირთისა და სარკინიგზო გადაზიდვები;
  • დაზღვევა;
  • ტვირთის მოკლე და გრძელვადიანი შენახვა ფოთისა და ბათუმის პორტებში;
  • პორტში მძიმე ტვირთის აწევა და ტრანსპორტირება;
  • დოკუმენტაციის მომზადება (საგზაო ნებართვა);
  • საბაჟო პროცედურები

 

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე email