ჩვენ შესახებ

„კავკასტრანსექსპრესი“ (CTE) – თქვენი საიმედო პარტნიორი!

შპს „კავკასტრანსექსპრესი“ (CTE), როგორც საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანია, 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში.  სადღეისოდ  ჩვენი კომპანია წარმატებით ახორციელებს ნებისმიერი სახის ტვირთის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს შუა აზიის ქვეყნებისა და შავი ზღვის სანაპიროს სხვადასხვა პორტში. მათ შორისაა: ფოთი, ბათუმი, ილიჩევსკი, ოდესა, ვარნა, ბურგასი, კონსტანცა და სტამბოლი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  შპს „კავკასტრანსექსპრესი“ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ჩვენი ოფისებისა და ბიზნესკავშირების დახმარებით უზრუნველყოფს საიმედო პარტნიორულ ქსელს.

ბუნებრივია, ბიზნესის წარმოების არსებული მეთოდები, რომელთაც კავკასიაში სატრანსპორტო კომპანიების უმრავლესობა იყენებს, საკმარისი აღარ არის, რადგანაც უახლეს ინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების გაფართოებულმა სპექტრმა უფრო მაღალი ხარისხისა და კომპლექსური სადისტრიბუციო მომსახურების საჭიროება წარმოქმნა. ამიტომაც ამ ეტაპზე უნდა შევძლოთ უფრო მოქნილად, ღიად, შემოქმედებითად მივუდგეთ ბიზნესმომსახურების საკითხებს, მთელი ძალისხმევა მივმართოთ მომხმარებელთა ახლებური, სწრაფი და ეფექტიანი მომსახურებისკენ.  
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მომსახურება თქვენს ბიზნესს სასიკეთოდ წაადგება და ურთიერთთანამშრომლობაც კიდევ უფრო სასარგებლო და შემოქმედებითი გახდება.