Caucas Trans Express

International Freight Forwarding Company

საზღვაო გადაზიდვები

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL)

მთლიანი კონტეინერით გადაზიდვა (FCL) ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თითქმის ყველა საზღვაო ხაზთან კარგი ურთიერთობის მეშვეობით მომხმარებლებს უზრუნველვჰოფთ კონკურენტუნარიანი ტარიფებითა და თავისუფალი ადგილით. ჩვენი დიდი გამოცდილება გვეხმარება შევასრულოთ მომხმარებელთა მოთხოვნები-მოვემსახუროთ სწრაფად და პროფესიონალურად. ჩვენი, როგორც აგენტების, ტარიფები მთავარ საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან საქართველოში დადებულ შეთანხმებას ეფუძნება. ეს საზღვაო ხაზებია: Maersk, MSC, CMA CGM, HPL, UASC, ZIM , ა.შ.

გთავაზობთ ყველა სახის საკონტეინერო გადაზიდვას, სპეციალური კონტეინერების ჩათვლით როგორებიცაა:

  • ღია კონტეინერი
  • სამაცივრე კონტეინერი
  • ბაქანი
  • და ა.შ.

ჩვენს მომსახურების პაკეტში ასევე შედის:

კარიდან-კარამდე ტვირთის აღება და მიწოდება

დაზღვევა

განბაჟება და დოკუმენტაციის მომზადება.

იმპორტ/ ექსპორტის შეგროვება და განაწილება

შიდა გადაზიდვა კავკასიის ტერიტორიაზე

მულტიმოდალური მომსახურება

სატრანზიტო გადაზიდვა

გაყინული ტვირთი

საყოფაცხოვრებო და პირადი მოხმარების ნივთები

საზღვაო გრუპაჟი (LCL):

შპს „კავკასტრანსექსპრესი“ თავის კლიენტებს უზრუნველჰყოფს დროში განსაზღვრული, ინოვაციური საზღვაო გრუპაჟული მომსახურებით, შორეული აღმოსავლეთიდან და აშშ-დან საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი). ჩვენი გუნდი გთავაზობთ უმაღლესი დონის გადაზიდვის გრაფიკს. ჩვენი დიდი საექსპედიტორო გამოცდილება გვეხმარება უზრუნველგყოთ საიმედო მომსახურებით და დაბალი ტარიფებით.

  • ყოველკვირეული საზღვაო გრუპაჟული გადმოზიდვა შანჰაიდან და ჰონგ კონგიდან;
  • ტვირთის აღება შორეულ აღმოსავლეთის ქვეყნებში;
  • საზღვაო გრუპაჟი აშშ-დან.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე email