სახმელეთო გადაზიდვები

მთლიანი მანქანით გადაზიდვა (FTL):

მომხმარებელთა მოთხოვნების მაღალ დონეზე შესრულებასა და მოლოდინის გამართლებას ემსახურება ჩვენი სახმელეთო გადაზიდვების განყოფილება, რომელიც ასახავს კომპანიის მაღალი ხარისხის მომსახურებას ასახავს. ნახევრადმისაბმელი და სხვადასხვა ტვირთამწეობის მქონე ავტომანქანების გამოყენებით ოპტიმალურად უზრუნველვყოფთ საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს.

CTE ახორციელებს საექსპედიტორო მომსახურებას როგორც სატრანზიტო ტვირთებზე, ასევ იმპორტსა და ექსპორტს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიმართულებით, ამასთან:

  • ოცდახუთწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი კომპეტენტურია სხვადასხვა სახის ტვირთის, მათ შორის: სამშენებლო მასალის, სამაცივრე და სხვა სახის ტვირთების გადაზიდვაში;

  • კარიდან კარამდე გადაზიდვა;
  • პასუხისმგებლობის დაზღვევა;
  • სახიფათო ტვირთის გადაზიდვა;
  • ალკოჰოლური და სხვა სახის სასმელების ტრანსპორტირება შუა აზიისა და დსთ-ის ქვეყნებში;
  • კონკურენტუნარიანი ტარიფები;
  • დასაწყობება და მარკირება;
  • საექსპორტო, ტრანზიტული და იმპორტული ტვირთებისთვის საბაჟო ფორმალობების უზრუნველყოფა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ირანის გავლით სახმელეთო გადაზიდვების უზრუნველყოფა.

ნაკრები ტვირთის გადაზიდვა (LTL)

შპს „კავკასტრანსექსპრესი“ ერთ-ერთი პირველი საექსპედიტორო კომპანიაა, რომელმაც ნაკრები ტვირთის გადაზიდვა დაიწყო საქართველოსა და მთელ კავკასიაში. ამდროისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ოთხი საწყობიდან ყოველკვირეულად ვახორციელებთ საექსპორტო ტვირთების სახმელეთო გადაზიდვებს ამიერკავკასიის მიმართულებით და უკან – ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის:

  • გენერალური, სახიფათო და სამაცივრე ტვირთის გადაზიდვას;
  • ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სატრანსპორტო-საბროკერო მომსახურების უზრუნველყოფას;
  • ნაკრები ტვირთის კარამდე მიტანას ამიერკავკასიისა და ევროპის ნებისმიერ ტერიტორიაზე;
  • EX 1-ის, კომერციული ინვოისისა და მიწოდების შეტყობინების მომზადება.

დაგაინტერესათ სერვისმა?

ჩვენი პრეზენტაცია